shaqrobabua

ამირან არაბული - სულუქცევრად საკითხავნი


7.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 308

გამოცემის წელი: 

„სხარტ და ექსპრესიულ ჟანრობრივ სადინარში ნაფიქრ-ნააზრევის მოქცევისთვის ძალზე ეფექტური და პოპულარულია „ჩანაწერების“ ფორმატი. შეგიძლია სულმოუთქმელად წაიკითხო (ზოგიერთი გამოტოვო კიდეც, თუკი დასათაურებამ არ მიიქცია შენი გულისყური), წამისუმალ „დაიგემოვნო“, გააშინაგანო და დიდი ესთეტიკური სიამოვნებაც განიცადო.

 

„სულუქცევარი“ სიტყვა „სულმოუთქმელის“ ხევსურული შესატყვისია. ეს დიალექტური ცნება-ტერმინი საკარგყმო თასისა თუ ყანწის ერთი მოყუდებით, ერთი ამოსუნთქვით დაცლას გულისხმობს: „გადავსვამ სულუქცევრადა, ტანჩი შამისხდან ცხრონია“... მთავარი კი მაინც ის არის, რითია სავსე სასმისი – ნათავედით თუ წყალწყალა, წაკანჭული ღვინით. განსაჯოს ჭეშმარიტმა ჭაშნაგირმა – გულიანმა, გემოვნებიანმა მკითხველმა“ – ამბობს ავტორი წიგნის შესავალში.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
7.9
ნანახია
107