shaqrobabua

სვეტლანა ალექსიევიჩი - ცინკის ბიჭები


24.9

გაზიარება:

რუსულიდან თარგმნა ზურაბ ქუთათელაძემ.

 

„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.

სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას. 

წიგნში ასევე შესულია ოქმები სასამართლო პროცესებიდან (1992-1994 წწ.), რომელიც „ცინკის ბიჭების“ გამოცემის შემდეგ გაიმართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პერსონაჟები გამოიყვანა. 

რაც შეეხება წიგნის სათაურს: მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ელემენტის – Zincum-ის ქართული შესატყვისი თუთიაა, წიგნის სახელწოდებაში ორიგინალისეული „ცინკის“ დატოვება ვარჩიეთ, რადგან ხალხის მეტყველებაში დამკვიდრებული ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ეპოქის ტრაგიზმს – სწორედ ამ სახელით მოდიოდა საქართველოშიც კუბოები ავღანეთიდან, რომლებშიც გამორჩეული ქართველი ბიჭები იყვნენ ჩასვენებული. 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
24.9
ნანახია
1207