shaqrobabua

სალომე სამადაშვილი - რუსეთის ფარული ომი


12.95

გაზიარება:

უხილავმა საინფორმაციო ომმა, რომელმაც ჩვენგან შეუმჩნევლად მოიცვა სამყარო, თითოეული ჩვენგანი საგრძნობლად დაუცველი დატოვა. თანამედროვეობაში ომმა ახალი, ჰიბრიდული ფორმა შეიძინა. საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინფორმაციით მანიპულირება კი ჰიბრიდული ომის მთავარი კომპონენტია. ამ ომში სამიზნე მხოლოდ ჯარისკაცი აღარ არის. საინფორმაციო ომის თავდასხმის ობიექტი, ხშირად შეუმჩნევლად, მთლიანად საზოგადოება, ყოველი ჩვენგანი ხდება. საინფორმაციო თავდასხმა სახიფათოა, რადგან მას მსხვერპლი მოუმზადებელი ხვდება.

 

 

ინფორმაციის მანიპულაციის და პროპაგანდის გზით სასურველ ობიექტზე ზეგავლენის მოპოვება რუსეთის თავდასხმის სტრატეგიის მთავარი ამოცანაა. პუტინის ხელისუფლება საკუთარი პოზიციის გამყარებას რბილი ძალის – ინფორმაციის, ფულის, ბიზნეს ინტერესების – გამოყენებით ცდილობს. ჩვენ კი, როგორც თავდასხმის ობიექტებს ამ გამოუცხადებელ საინფორმაციო ომში, თავდაცვის სტრატეგია გვჭირდება.

 

“cientia potestas est” – „ცოდნა-ძალაუფლებაა“ – საფრთხის შეცნობა და მისგან თავდაცვის სტრატეგიის დაგეგმვა თანამედროვე სამყაროში ისევე აქტუალურია, როგორც ნებისმიერ სხვა დროს, კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ თანამედროვე სამყარომ ახალი საფრთხეები შექმნა, ეს წიგნი სწორედ მათ შეცნობასა და თავდაცვის სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმარება მკითხველს.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
12.95
ნანახია
1819