shaqrobabua

შორენა ლებანიძე - საშვი კონფლიქტის ზონაში


8.8

გაზიარება:

შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტურ რომანს – „საშვი კონფლიქტის ზონაში“ – ჟურნალისტური მოგონებები უდევს საფუძვლად. ავტორის მიერ აღწერილი ამბები მეოცე საუკუნის მიწურულის ერთწლიან მონაკვეთს მოიცავს – აფხაზეთის ომის დაწყებიდან დასავლეთ საქართველოში გაჩაღებული სამოქალაქო დაპირისპირების შეწყვეტამდე.

 

ამ პერიოდში შორენა ლებანიძე პირველი ქართული დამოუკიდებელი გაზეთის, ყოველკვირეული „7 დღის“ თანამშრომელი, სარედაქციო კოლეგიის წევრი და კორესპონდენტი იყო. მას, როგორც ცხელ წერტილებში საფრონტო რეპორტაჟების დასაწერად მივლინებულ ჟურნალისტს, ხშირად უწევდა მგზავრობა აფხაზეთისა და სამეგრელოსკენ, 1992 წელს გაცემული, დღეს კი წიგნის გარეკანზე აღბეჭდილი საშვით ხელში. ავტორს სურს, სულ სხვაგვარად დაინახოს მკვლელობებით, ღალატით, ხმაურითა და მძვინვარებით სავსე ქართული რეალობა, მოგვითხროს ადამიანებზე, რომლებმაც ეს რეალობა შექმნეს.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
8.8
ნანახია
1628