shaqrobabua

დიანა ანფიმიადი - ჩრდილის ამოჭრა


5

გაზიარება:

ჩრდილის ამოჭრა დიანა ანფიმიადის ახალი კრებულია, და ეს „ახალი", უპირველეს ყოვლისა, კონცეპტუალურ, მხატვრულ სიახლეს ნიშნავს. ვერსიფიკაციული მოულოდნელობებით სავსე ეს პოეტური სამყარო კიდევ უფრო ღრმად, იმ სინამდვილის გავლით ითრევს მკითხველს, რომელზეც ავტორი მანამდე წერდა; ითრევს ცხოვრების შუაგულში, სადაც თითქოს ნაცნობი ნიუანსები სრულიად ახალი სიმბოლოებით ჩნდებიან, სადაც „ჩრდილის ამოჭრა" ლირიკული გმირის (პოეტისაც და მკითხველისაც) დიდ მოგზაურობას – სხვა მეტატექსტში ეგზისტენციალურ გარდაცვალებას, ერთი ყოფნიდან სხვა ყოფნაში გადასახლებას ნიშნავს.

 

კრებულში ბევრი სიმღერაა (ასე ჰქვია ლექსებს) – ეს კი მთელ წიგნს ეპიკურ ტონალობას სძენს, ერთ გაბმულ ამბად ეცხადება მკითხველს. შესაბამისად, ეს წიგნი ისევე იკითხება, როგორც ერთი მთლიანი ამბავი სამყაროს პოეტური, სახიფათო თამაშობებით.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
5
ნანახია
1006