shaqrobabua

უილიამ ფოლკნერი - ხმაური და მძვინვარება


17.9

გაზიარება:

უდიდესი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამ კატბერტ ფოლკნერი (1897-1962) დაიბადა ნიუ-ოლბანიში, მისისიპის შტატში. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ოქსფორდში გადავიდა, სადაც უილიამმა მთელი ცხოვრება გაატარა. იგი სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მალე მიატოვა; შემდეგ მისისიპის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მუშაობდა სცენარისტად…
იოკნაპატოფას ციკლის რომანი, „ხმაური და მძვინვარება,“ 1929 წელს დაიწერა. ნაწარმოების სათაური აღებულია შექსპირის “მაკბეტის” ცნობილი მონოლოგიდან. მწერალი ურთიერთობის ორიგინალურ ფორმას სთავაზობს მკითხველს, რომელსაც იმდენად დიდი სამუშაოს შესრულება უხდება, უჩნდება თანაავტორობის უჩვეულო განცდა. ინფორმაციის მიღება ამ წიგნიდან უაღრესად შრომატევადი პროცესია. ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
17.9
ნანახია
1320