shaqrobabua

ბერტრან რასელი - ესეები


16

გაზიარება:

ბერტრან არტურ უილიამ რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 1908 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. მნიშვნელოვანი ევოლუციის ავტორი ფილოსოფიაში, რომელიც თვითონ განმარტა, როგორც პითაგორეიზმის პლატონისეული ინტერპრეტაციიდან იუმიზმისკენ გადასვლა. ითვლება ინგლისური ლოგიკური პოზიტივიზმისა და ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამაარსებლად.

 

„რასელის ესსეისტიკა გამორჩეულ ადგილს იკავებს დიდი ბრიტანელის შემოქმედებაში. 

წინამდებარე წიგნში შეტანილი ესსეები, ერთი მხრივ, ათეისტურ-აგნოსტიკური ხასიათისაა („რატომ არ ვარ ქრისტიანი“, „არსებობს თუ არა ღმერთი“, „რელიგიის სასარგებლო წვლილი ცივილიზაციის განვითარებაში?“, „რა არის სული“), რომლებშიც მეცნიერი ერთმნიშვნელოვნად რელიგიის საწინააღმდეგო პლატფორმაზე დგას, რომელსაც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ უდიდეს შემაკავებელ ფაქტორად თვლიდა. ცალკე უნდა გამოვყოთ ფილოსოფოსის სკეპტიკური ხასიათის სამი ესსეი: „ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი“, „რატომ ვარ რაციონალისტი“ და „სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ“, სადაც ბერტრან რასელი სამყაროსა და სინამდვილისადმი დამოკიდებულების მოდელს გვთავაზობს. ესეიში „ადამიანის მომავალი“ დიდი ფილოსოფოსი სამყაროს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სამ გზას აყალიბებს.

ამავე კრებულში გთავაზობთ ყველაზე ცნობილ, ყველაზე პესიმისტურ, ყველაზე პოეტურ და ამავდროულად, სიცოცხლის მამკვიდრებელ ესეის, „თავისუფალი ადამიანის თაყვანისცემა“, რომელიც, ობიექტური აზრის არარსებობის პირობებში, ჭეშმარიტებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოწოდებას წარმოადგენს.“ – მთ. დიმიტრი უჩანეიშვილი

გამომცემლობა
აქტი
ფასი
16
ნანახია
1929