shaqrobabua

ლემონი სნიკეტი - ცუდი დასაწყისი #1


12.9

გაზიარება:

ძვირფასო მკითხველო,
ვწუხვარ, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი არცთუ სასიამოვნო წასაკითხია. აქ სამი უიღბლო ბავშვის თავგადასავალია აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლამაზები და ჭკვია­ნები არიან, პატარა ბოდლერების ცხოვრება უბედუ­რებითა და ტანჯვითაა სავსე. ამ წიგნის პირველივე გვერდიდან დაწყებული, როცა ბავშვები პლაჟზე იმყო­ფებიან და საშინელ ამბავს შეიტყობენ, უბედუ­რება მათ მთელი ამბის განმავლობაში ფეხდაფეხ დაჰყვება. როგორც იტყვიან, უიღბლობას მაგნიტი­ვით იზიდავენ.
ამ პატარა წიგნში ბავშვები ერთდროულად უმკლავ­დებიან ხარბ და ამაზრზენ არამზადას, გამანადგურებელ ხანძარს, ქავილის გამომწვევ ტანისამოსს, ადამიანებს, რომელთაც მათთვის ქონების წართმევა განუზრახავთ, ცივ ფაფას საუზმეზე… სამწუ­ხაროდ, ამ უსიამოვნო ამბების აღწერა ჩემი მოვალეობაა, მაგრამ თუკი თქვენ რაიმე უფრო მხიარულის წაკითხვა გირჩევნიათ, შეგიძლიათ ეს წიგნი ახლავე გვერდზე გადადოთ.
პატივისცემით,
​ლემონი სნიკეტი

გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
12.9
ნანახია
1052