არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) - რწმენითი ცოდნა (ქადაგებები, ლექციები, ჩანაწერები)


19.9

გაზიარება:

გამომცემლობა „ლაზარეს“ მორიგი წიგნი – არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) „რწმენითი ცოდნა“ – ქადაგებების, ლექციებისა და ჩანაწერების ერთგვარი კრებული. ეს არის ღვთისმსახურის მიერ წმინდა წერილზე ფიქრის, წმინდა წერილში გონებით წვდომის გადმოცემა.

წინამდებარე ნაშრომი თავისებური გაგრძელებაა არქიმანდრიტ დოროთეს პირველი წიგნისა „საუბრები მონასტერში“, რომელიც 2011 წ-ს გამოიცა.

არქიმანდრიტმა დოროთემ თბილისის სასულიერო სემინარია 1998 წ-ს დაამთავრა. სხვადასხვა დროს ის იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიის რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი, ხოლო 2004-2013 წწ-ში – წალკის რაიონის სოფელ ბერთაში პატრიარქის კურთხევით დაარსებული მამათა და დედათა სტავროპიგიალური მონასტრების წინამძღვარი; სასულიერო პირი არის ხატმწერი, მოხატული აქვს რამდენიმე ტაძარი. არქიმანდრიტი დოროთე ამჟამად თბილისის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარია.

გამომცემლობა
ლაზარე
ფასი
19.9
ნანახია
225