ირმა შიოლაშვილი - ოქტომბერი


8.9

გაზიარება:

„ძველი ამბები მომავლიდან იკვებებიან და მისი ცხოვრებაც ერთი გრძელი სპირალია – ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული, მეორეთი კი ჭრელა-ჭრულა წარსულს!.. ბევრს ეხარბებოდა ლირიკული გმირის დაფუძნება გერმანიაში და მისი გარეგნულად ასერიგად აწყობილი რეალობა?  დაე სცოდნოდათ, რომ – „თევზების“ გულისტკივილისა არ იყოს – კალაპოტში მოცურავე მდინარეს ყველაზე დაუმორჩილებელი თევზები აბარია, რომლებიც ცხოვრებას უსიტყვოდ უმწარებენ!.. 

 

და დაე სცოდნოდათ, რომ ძალზე ძნელია დაუმორჩილებელი თევზების მწყემსვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფსკერზე მფეთქავ სპირალს გარშემო უვლიან და ნანახსა და განცდილზე ვერ ლაპარაკობენ!.. მაგრამ მათ ნაცვლად პოეტი ამოთქვამს ამ ყოველივეს, ფსკერზე მფეთქავ სპირალს აქცევს ლირიკულ კრებულად და ოქტომბრის სიმბოლიკითა და შემოდგომის მზის მცხუნვარების გაელვებებითაც გათანგავს, გაელვებებით, ხელშესახებად რომ ათვალსაჩინოებს თითქოსდა სადღაც მიკარგულ წარსულს და ლირიკული ფიქრების მთავარ საყრდენად აქცევს...“, – როსტომ ჩხეიძე.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
8.9
ნანახია
157