shaqrobabua

ქართული მწერლობა - ნომერი 2


6

გაზიარება:

დეკემბერი 2023

ჟურნალის მეორე ნომერი

„ძლიერი ქალები გვყავს, სიტყვის, ძლიერი სიტყვის ოსტატები და ჯადოქრები. ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერიც ამის საბუთი აღმოჩნდა. ცხადია, არ გამოვყოფთ სქესის მიხედვით ტექსტებს, ნაწარმოებებს, ლიტერატურას, მაგრამ ქალების გამოჩენა, მათი პოზიცია, ბრძოლა, ნიჭი და ნიჭის ზეიმი განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს.

 

ბოლო ხანებში ჩვენთან იმის საფრთხე გაჩნდა, რომ წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი მწერლების წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოიცემოდა და კიდევ ბევრი უნდა გამოცემულიყო, მწერლების ბოიკოტის გამო აღარ გაგრძელდეს. ან თუ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ისევ კულტურის სამინისტროს საბჭოთა ცენზორების სიებით იხელმძღვანელებენ პარტიული მუშაკები, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ მწერლებისაგან დაცლილ „მწერალთა სახლს“.

 

გადამწყვეტ დროში გვიწევს ცხოვრება, ახლა ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე გამოჩნდნენ ქართველი ქალები, დროშით, კალმით, მიკროფონით, კონსტიტუციით ხელში, თავისუფლების, დემოკრატიის, სიტყვის, აზრისა და გამოხატვის დასაცავად. გაგახსენებთ: 2023 წლის მარტის დღეებში ამ ბრძოლის უპირველესი სიმბოლოც ქალი იყო, წყლის ჭავლის პირისპირ დროშით ხელში, ამაყი და ძლიერი, ლამაზი და ჯიუტი, უშიშარი და შეუვალი.

 

ჩვენი უპირველესი თანამედროვე პოეტიც ამას ამბობს ჩვენთან საუბარში, – მათ მივანდობდი ჩვენს ბედს, დაიმსახურეს და მომავალიც მათიაო“, – „დროშები ქარში“, რედაქტორებისგან.

 

ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:

 

  • საქართველო არის შენი, საუბარი ბესიკ ხარანაულთან (ესაუბრა მელანო კობახიძე)
  • დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
  • ბუბა კუდავას წერილი ქართველი მონარქის მეტსახელზე – „რეგვენი თუ ახალგაზრდა?“
  • ნათია გიორგაძე, ახალი ლექსები
  • თეა თოფურია, პისტი (ნოველა)
  • რუსუდან რუხაძე, გამოსავლის მაძიებელი (რეცენზია სოსო ყიფშიძის სადებიუტო წიგნზე)
  • განახლებული პენცენტრის გეგმები, საუბარი ხათუნა ცხადაძესა და ნატა ლომოურთან
  • თამარ გეგეშიძე, ყველაფერი ჯადოსნური სამყაროსთვის
  • თუთა ჯგუშია, წრეზე სიარულის უწყვეტობა. თამაზ ჭილაძის 4 რომანი
  • მაშო სამადაშვილი, „დაკარგული სახლის ამბავი“ (რეცენზია გოგა ქობალიას რომანზე)
  • ბანანა იოშიმოტო, ხვლიკი (იაპონურიდან თარგმნა კონსტანტინე წერეთელმა)
  • ზაბინე შიფნერი, პრუტის საძებნად (გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა)
  • თეო ხატიაშვილი, ზაზა ხალვაშის სცენარების არითმეტიკა

 

გარეკანზე: დინა ოგანოვას ფოტო

 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
6
ნანახია
126